2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ რა გავლენას ახდენს ნარკოტიკები ადამიანის ორგანიზმზე, კერძოდ ღვიძლზე. პოპულარიზაცია გაუწიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაერკვევიან ნარკოტიკების არსში და დაადგენენ რა გავლენას ახდენს ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის ორგანიზმზე.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეთა კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება, ინფორმაციის მოპოვება ირგვლივ მყოფთა შორის-ნარკოტიკების შესახებ, დასკვნების სწორად გამოტანა.
5.მოსწავლეთა ასაკი:15-16 წელი.
6.ვადები / ხანგრძლივობა:12 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეგროვებული ინფორმაციით ქმნიან პლაკატებს, ბუკლეტებს, სლაიდებს, წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას და აცნობენ აუდიტორიას. მიიღებენ გადაწყვეტილებას, ლოზუნგით: ,,შორს, ჩვენგან ნარკოტიკები“.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ჟურნალ- გაზეთები, სახემძღვანელო, სამედიცინო ენციკლოპედია, ადამიანური რესურსები, თაბახის ფურცლები, ფანქრები, ფერადი ტაბულა- ,,შინაგანი ორგანოები“.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
აქტივობა-1.
პროექტის თემის შერჩევა, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, კლასის დაყოფა ჯგუფებად-შემთხვევითი შერჩევის პრინციპით; პროექტზე მუშაობის შეფასების სქემის გაცნობა.
აქტივობა-2.
პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში და მოვალეობების განაწილება ვინ, რას და როდის გააკეთებს.
I ჯგუფი:
კითხვების შედგენა, გამოკითხვის ჩატარება-10-16 წლის მოზარდებში (50 ბავშვის გამოკითხვა), შედეგების შეჯამება, დიაგრამების შედგენა და დასკვნების გაკეთება.
II ჯგუფი:
მოიძიებს ინფორმაციას ღვიძლის შესახებ, მის მნიშვნელობას ორგანიზმისათვის.
III ჯგუფი:
მოიძიებს ინფორმაციას ნარკოტიკების გამოყენებით დაავადებული ღვიძლის ფუნქციური გართულებების შესახებ.
IV ჯგუფი:
მოიძიებს ინფორმაციას ჰეროინის შესახებ, თუ რამდენად საშიშია ეს ნარკოტიკი ადამიანის ჯამრთელობისათვის.
აქტივობა-3.
მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება, პრეზენტაციისათვის მზადება.
აქტივობა-4.
პრეზენტაციის ჩატარება.
აქტივობა-5.
მოპოვებული ინფორმაციით ბუკლეტების მომზადება და გავრცელება.
აქტივობა-6.
შეფასება
კრიტერიუმები
|
დაბალი(1-4)
|
საშუალო(5-6)
|
კარგი(7-8)
|
საუკეთესო(9-10)
|
ინფორმაციის მოძიების წყაროები
|
იყენებს მხოლოდ საკუთარ ინფორმაციას.
|
იყენებს მხოლოდ სახემძღვანელოს ინფორმაციას.
|
იყენებს მხოლოდ საინფორმაციო რამდენიმე წყაროს.
|
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო წყაროს.
|
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა.
|
მასალა არ არის შესაბამისი.
|
მასალა ნაჭილობრივ შეესაბამება საკითხს.
|
მასალა ძირითადად შეესაბამება.
|
მასალა სრულად შეესაბამება.
|
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.
|
ვერ იყენებს მოძიებულ მოძიებულ მასალას მიზნობრივად.
|
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.
|
ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.
|
მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას.
|
საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებული დაცვა, დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა
|
ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე ვერ პასუხობს.
|
ნაწილობროვ ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე ვერ პასუხობს.
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე პასუხობს მაგრამ დამაჯერებლობა აკლია.
|
არგუმენტებით ახერხებს საკუთარი მოსაზრებების დაცვას, კითხვებზე პასუხობს დამაჯერებლად.
|
ჯგუფურ მუშაობაში ცარტულობა
|
არ არის ჩართული
|
ერთვება ზოგჯერ
|
ჩართულია მაგრამ ყურადღება გაფანტულია.
|
ყოველთვის ჩართულია.
|
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიო.1.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს...
*შეუძლია კვლევითი საფეხურების განხორციელება;
*შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით;
*შეუძლია ანალიზი და შეფასება.
11.პროექტის ხემძღვანელი: მაია მათიაშვილი, ოზურგეთი. სოფ. ძიმითის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი.
12.ხემძღვანელის ელ. ფოსტა: matiashvilimaia@gmail.com
No comments:
Post a Comment